ტრიკალა: 21 ივლისს ღამით სოფელს დათვი ესტუმრა
ტრიკალა: 21 ივლისს ღამით სოფელს დათვი ესტუმრა
ტრიკალაში, კერძოდ ღარდიკიში გუშინ, 21 ივლისს ღამით ქუჩაში უმისამართოდ მოსიარულე დათვმა ადგილობრივი მოსახლეობის აღელვება გამოიწვია.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დათვი სოფლის გზებზე საკვებს ეძებდა და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
ვიდეოში, რომელსაც trikalavoice.gr-ი ავრცელებს ჩანს, თუ როგორ ადის აღმართზე დათვი და მიემართება ტყისკენ.
პასუხისმგებელი ორგანოები მოსახლეობას მოუწოდებენ გარეული ცხოველის დანახვის შემთხვევაში დაიცვან უსაფრთხო დისტანცია, მოერიდნონ გარეთ ნარჩენების დატოვებას და გამოიძახონ დაუყოვნებლივ პოლიცია.
Facebook Comments Box
