Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ტრიპოლი: მძარცველებმა 60 წლის ქალი გააუპატიურეს, ხოლო მოხუცებულ წყვილს მდუღარე წყალი გადაასხეს სახეზე

ტრიპოლი: მძარცველებმა 60 წლის ქალი გააუპატიურეს, ხოლო მოხუცებულ წყვილს მდუღარე წყალი გადაასხეს სახეზე

ტრიპოლის პოლიციამ დამნაშავეთა დაჯგუფება დააკავა, რომლის წევრებსაც ბრალად ძარცვა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადებილი დანაშაულები ედებათ.

საუბარი გვაქვს ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომლებიც ტრიპოლში ბოლო პერიოდში ხანშიშესულებს ძარცვავდნენ, აწამებდნენ და მათზე სექსუალურადაც კი ძალადობდნენ.

ბოროტმოქმედები მსხვერპლებად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ირჩევდნენ და სახლებში ძირითადად ღამის საათებში შედიოდნენ. აკავებდნენ სახლის მეპატრონეებს, ხშირად დანის მუქარით, ან ფიზიკური ზეწოლით და აიძულებდნენ ეთქვათ თუ სად ინახავდნენ თანხას, ძვირფასეულობას და ღირებულ ნივთებს. 

ყველაზე შემზარავი ძარცვის შემთხვევა 2026 წლის 24 თებერვალს დაფიქსირდა როცა მძარცველები 60 წლის ქალის სახლში შეიჭრნენ. მძარცველებმა ქალი ძალის გამოყენებით გააკავეს, გაძარცვეს და დანის გამოყენებით მუქარით მასზე სექსუალურად იძალადეს. 

შოკისმომგვრელია ძარცვის მეორე შემთხვევაც, როცა მძარცველებმა მოხუცებულ წყვილს სახეზე მდუღარე წყალი გადაასხეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *