Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

ტურისტების გრძელი რიგები აკროპოლის შესასვლელთან – რა ზომებს განიხილავს კულტურის სამინისტრო

დიონისიუ არეოპაგიტუს საცალფეხო ქუჩაზე გრძელი რიგები ჩამოყალიბდა ასობით ტურისტის მიერ, რომლებიც გამთენიიდან ელოდებოდნენ აკროპოლის არქეოლოგიურ ადგილზე შესვლას.

აკროპოლი ყოველდღიურად იღებს 17000-ზე მეტ ვიზიტორს და ზრდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით წელს, დაახლოებით 80%-ია.

ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ აკროპოლისს, საოცრად გაიზარდა და ამის გამო აუცილებელი ხდება ზომების მიღება ამ სიტუაციის გამოსასწორებლად.

აკროპოლზე რიგების შესამცირებლად კულტურის სამინისტრო განიხილავს გარკვეული ზომების შემუშავებას.

ერთ-ერთი მათგანია შესაძლებლობა, შექმნას რამდენიმე დამატებითი შესასვლელი ჯგუფებისთვის, რათა უფრო სწრაფად შევიდნენ არქეოლოგიურ ადგილზე და არ ჩადგნენ რიგში.

ასევე განიხილება ელექტრონული ბილეთების სისტემის დაჩქარება.

აკროპოლზე ელექტრონული ბილეთები უკვე გაიცემა, თუმცა უმეტესობა ბილეთის ასაღებად რიგს ელოდება და ძალიან დიდი საცობებია, რადგან ვისაც ელექტრონული ბილეთი ხელში აქვს, ისიც იმავე რიგში დგას შესასვლელად.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც განიხილება, არის არქეოლოგიური ობიექტის შიგნით გატარებული დროის კონტროლი .

აღნიშნულია, რომ ამ დღეებში ძლიერი სიცხის გამო  შესაძლოა მოეწყოს ჩრდილი და დაურიგდეს ტურისტებს წყალი ძალიან მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *