Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

უამინდობამ კუნძული როდოსზე გადაადგილების დიდი შეფერხება გამოიწვია

უამინდობამ კუნძული როდოსზე გადაადგილების დიდი შეფერხება გამოიწვია

ძლიერმა წვიმამ გადაადგილების ხანგრძლივი შეფერხება გამოიწვია კუნძულ როდოსზე. საცობებია ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე. გადაადგილების შეფერხების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქუჩებში წყლის დაგროვებაა. 

კუნძულის ზოგიერთ უბანში საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გზაზე გაჭედილი მძღოლების დასახმარებლად.

ქუჩებში საცობების გამომწვევი მიზეზი მხოლოდ დიდი რაოდენობით წყლის ნაკადი არ არის, ქარიშხალმა გზებზე  წააქცია ხეებიც, რამაც ზედა ილიუპოლიდან როდუ-ლინდუსკენ მიმავალი გზის, ისევე როგორც ასღურუ, აღიონ აპოსტოლონ და ირაკლიდონის გამზირის დიდი დატვირთვა გამოიწვია. 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას თავი შეიკავონ არასაჭირო გადაადგილებისგან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *