Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

უზო- სასმელი რომლის გარეშეც ბერძნული ზაფხული წარმოუდგენელია

უზო ეს უბრალოდ ბერძნული ზაფხულის სულია, განუმეორებელი,  ანისულის არომატული სასმელი, რომლის გარეშეც  ზაფხული საბერძნეთში  წარმოუდგენელია.

ეს ალბათ ყველაზე სოციალური სასმელია, რაც კი ოდესმე გამოხდილა, სასმელი რომელიც ადამიანებთან სიახლოვის და გულახდილობის საღერღელს უშლის ყველას, ვინც მის არაჩვეულებრივ გემოს და არომატს  ეზიარება.

უზოს დალევა ეს ხელოვნებაა, ანდა სულაც  ცხოვრების წესი, ზიარება  ხმელთაშუა ზღვის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებთან.

როდესაც ბერძნები ამბობენ: „მოდით, ცოტა უზო დავლიოთ“, ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სოციალური მოწვევაა, არამედ კულინარიული სიამოვნებაც, რომელზე უარის თქმაც ძალიან ძნელია.

სახელწოდება”ouzo” როგორც ბერძნული ალკოჰოლური სასმელი  დაპატენტებულია 1989 წლიდან, რაც ნიშნავს, რომ სასმელი შეიძლება დამზადდეს  მითითებული მეთოდით და მიიღოს აღნიშნული  დასახელება “ouzo” მხოლოდ საბერძნეთში.

გადმოცემის მიხედვით ათონის მთაზე XIV საუკუნეში  ბერებმა შექმნეს ალკოჰოლური სასმელი  ციფურო, რომლის  ერთი ვერსიაც ანისულით იყო არომატიზებული და  საბოლოოდ ამ ვერსიას უზო ეწოდა.

თანამედროვე უზოს დისტილაცია ძირითადად  XIX საუკუნის დასაწყისში,  საბერძნეთის მიერ  დამოუკიდებლობის მოპოვების  შემდეგ  დაიწყო. პირველი უზოს გამოსახდელი ქარხანა დააარსა ტირნავოსში ნიკოლაოზ კასტაროსმა 1856 წელს და სათავე დაუდო ცნობილ ტირნავოს უზოს.

როდესაც აბსენთმა დაკარგა პოპულარობა,  XX საუკუნის დასაწყისში, უზო იყო ერთ–ერთი პროდუქტი, რომლის მოხმარებაც გაიზარდა და შეავსო დანაკლისი, ხოლო  1932 წელს უზოს მწარმოებლებმა შეიმუშავეს სასმლის  დისტილაციის  ახალი მეთოდი სპილენძის სახდელის გამოყენებით, რომელიც ახლა წარმოების სტანდარტული მეთოდია.

დღეს უზოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ვარვაიანისი (Βαρβαγιάννης). მათი ქარხანა  მდებარეობს ქალაქ პლომარიში, კუნძულ ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო იმავე ქალაქში არის პიცილადი (Πιτσιλαδή), მაღალი ხარისხის უზოს გამოსახდელი ადგილი.

ჩვეულებრივ, მოხმარების დროს  უზოს წყალს ურევენ, რის შემდეგაც იგი ღრუბლისმაგვარ თეთრ მასად იქცევა, ზოგჯერ სუსტი ცისფერი ელფერი დაჰკრავს და პატარა ჭიქით  ყინულის კუბებთან ერთად მიირთმევენ, შეიძლება ითქვას,  რომ უზოს აქვს აბსენტის მსგავსი გემო, მაგრამ შედარებით ბლანტია.

უზოს ხშირად მიირთმევენ მცირე ზომის ლანგართან ერთად, რომელსაც უწოდებენ მეზეს. ჩვეულებრივ, ლანგარზე დევს  პატარა  ზომის  ახალი თევზი, კარტოფილი, ზეთისხილი და  ყველი ფეტა.

საბერძნეთში უზო პოპულარულია მარხვის დროს და რა თქმა უნდა მთელი ზაფხულის განმავლობაში.

ლიტერატურათმცოდნეები თვლიან, რომ სახელწოდება ouzo წარმოიშვა ძველი ბერძნული ზმნიდან “ოზო” ანუ სურნელი, თუმცა, რომანტიკოსებს ურჩევნიათ იფიქრონ, რომ სახელწოდება უკავშირება  ფრაზას “ოუ ზო” რაც ნიშნავს,” მე მის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება”.

თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს   მისი დასახელების  წარმოშობა, ის ემსახურება მიზანს შეგვახსენოს რომ კვლავ  მოგვიახლოვდა  ზაფხული!

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *