Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

უკავშირდება თუ არა საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა სალმონელას ბაქტერიას

უკავშირდება თუ არა საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა სალმონელას ბაქტერიას

საბერძნეთში, კერძოდ ნიკეაში დაფიქსირებული საკვებით მოწამვლის ცხრა შემთხვევასთან დაკავშირებით, ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული  უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, გიკას მაიორკინისმა განაცხადა, რომ პაციენტებში სალმონელას ინფექცია ლაბორატორიულად ჯერ არ არის დადასტურებული.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში გასტროენტერიტისა და სალმონელოზის შემთხვევების ზრდა უჩვეულო არ არის. პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკვების უსაფრთხო მომზადებაზე და აღნიშნა, რომ ქათმის ხორცი აუცილებლად სრულად უნდა მოიხარშოს ან მოიწვას. მისი განმარტებით, ხორცის შიდა ტემპერატურა მინიმუმ 70°C-ს უნდა აღწევდეს და ამ ტემპერატურაზე ორი წუთის განმავლობაში დარჩეს, რაც სალმონელას არსებობის შემთხვევაშიც კი ინფექციის რისკს პრაქტიკულად გამორიცხავს.

მაიორკინისმა ასევე აღნიშნა, რომ ქათმები ხშირად სალმონელას უსიმპტომო მატარებლები არიან, ამიტომ აუცილებელია უმი ქათმისა და ისეთი პროდუქტების, როგორიცაა სალათები, ერთმანეთთან კონტაქტის თავიდან აცილება. მისი თქმით, საკვების ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.

პროფესორმა ასევე ისაუბრა მაღალი ტემპერატურისა და აფრიკული მტვრის გავლენაზე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მან რეკომენდაცია მისცა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში გარეთ ყოფნა შეზღუდონ ან გამოიყენონ მაღალი დაცვის ნიღბები. ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ურჩია მოერიდონ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას და მკურნალობის რეჟიმი ზედმიწევნით დაიცვან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *