Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ფალირო: ავტომანქანა ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა

ფალირო: ავტომანქანა ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა

კარაისკაკის სტადიონთან ახლოს, ნეო ფალიროში ავტომანქანა შაბათს დილით ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანას 25 წლამდე ახალგაზრდა მართავდა და მის შეყვარებულთან ერთად. გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ახალგაზრდამ საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის მარჯვენა ზოლში გზის ჯებირებს შეეჯახა, 50 მეტრის მანძილზე გასრიალდა და ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა. 

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგზაო პოლიცია და პირეას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მანქანიდან ჯერ დაშავებული გოგონა გადმოიყვანეს, რომელიც შეჯახების შედეგად თავით საქარე მინას შეასკდა. მიუხედავად ამისა მან მაინც არ ისურვა საავადმყოფოში შესამოწმებლად გადაყვანა. საავადმყოფოში გადასვლაზე უარი განაცხადა მძღოლმაც.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გამომდინარე იქიდან რომ ლიანდაგებზე მიმოფანტული იყო მანქანის ნაწილები, კერძოდ: საბურავები, დისკები და ა.შ. ტრამვაის ხაზზე გადაადგილება ამ დრომდე შეჩერებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *