Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ფერმერები დიდი ოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს, იარაღს და ნარკოტიკებს მიწაში ჩაფლულ კასრებში მალავდნენ

ხუთშაბათს მალევიზის მუნიციპალიტეტის რაიონებში პოლიციამ დააკავა ორი 36 და 44 წლის ბერძენი ფერმერი, რომლებსაც საკუთარ სახლებთან ახლოს, მიტოვებული შენობების ეზოში, მიწაში ჩამარხული ჰქონდათ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები და მძიმე ცეცხლსასროლი იარაღი.

დამნაშავეები კრუსონასსა და აგია პელაგიაში, სასოფლო-სამეურნეო სატვირთო მანქანების მართვის დროს დააფიქსირეს. პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იმავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა მიწაში ჩაფლული პლასტმასის კასრები, რომლებშიც დამალული იყო დაახლოებით ერთი კილოგრამი კოკაინის შვიდი შეკვრა და ხუთი ელექტრონული სასწორი.

ასევე, მათი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების ჩხრეკისას აღმოაჩენილი იქნა არსენალი, რომელშიც შედიოდა ორი კილოგრამი და 160 გრამი ამონიუმის დინამიტი, კალაშნიკოვის ავტომატი, პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი და სხვადასხვა ტიპის და კალიბრის 455 ვაზნა.

აქედან სამი ცეცხლსასროლი იარაღი ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გადაეგზავნა სასამართლო ლაბორატორიებს და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება იმის დასადგენად, თუ სად აპირებდნენ დამნაშავეები ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერების და იარაღის გამოყენებას.

ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ასევე დაკავებულთა საკუთრებაში არსებული ორი ​​ავტომობილი, ფურგონები, მოტოციკლი, ხუთი მობილური ტელეფონი და 15100 ევრო ნაღდი ფული კოკაინის გაყიდვიდან. ორივე დაკავებული, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციის მიერ ადრეც იყო შემჩნეული კანაფის რეალიზაციის გამო, გადაიყვანეს ირაკლიოს ოლქის პროკურატურაში იარაღისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით  და პატიმრობაში დარჩებიან ორშაბათამდე, ვიდრე პროკურატურას წარუდგენენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *