Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ფეხმძიმე ქალის სადისტური მკვლელობა თესალონიკში

ფეხმძიმე ქალის სადისტური მკვლელობა თესალონიკში

როგორც ცნობილია, 41 წლის ფეხმძიმე ქალბატონს, პოლიცია რამოდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, თუმცა  ქალბატონი მოკლული იქნა და, მისი ცხედრის პოვნის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მკვლელობას, სამედიცინო ექსპერტიზის პირველი დასკვნა ადასტურებს. პოლიციის ხელთაა ასევე, მკვლელობის მამხილებელი ვიდეომასალა, აღმოჩენილი დნმ – ის ნიმუშები და რაც მთავარია, დამნაშავის მეგობრის თითის ანაბეჭდები. სავარაუდო მკვლელის მეგობარმა აღიარა, რომ 41 წლის ორსული ქალი პარტნიორმა მოკლა, ცხედარი კი, მისივე დახმარებით  მოიშორეს და გვამი  ხალკიდიკის განცალკევებულ უბანში  დააგდეს.

სასამართლო ექსპერტიზის პირველი დასკვნის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ გარდაცვლილს კისრის არეში ჭრილობები აღენიშნება.

გვამის ადგილ – სამყოფელი დანაშაულში ეჭვმიტანილის მეგობარმა უჩვენა სამართალდამცავებს.

დანაშაულის მოტივი  ბოლომდე არ არის ცნობილი,  თუმცა, სავარაუდო დამნაშავის მეგობარმა მინიშნებით აღნიშნა, რომ მკვლელობა ფინანსურ თემებზე დავას უკავშირდება.

ქალის პარტნიორის სახლში ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცავებმა სისხლის კვალი, მოკლულის  თმები და  დნმ აღმოჩინა.

სახლში  ასევე აღმოჩენილია სავარაუდო დამნაშავის მეგობრის თითის ანაბეჭდებიც, რის შედეგადაც  ექსპერტიზისათვის ცნობილი გახდა დანაშაულის შემაძრწუნებელი დეტალები.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია პოლიციის მიერ,  თუმცა ის ამჟამად უარყოფს ბრალდებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *