Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ფსიქიატრიული კლინიკის მფლობელმა თანამშრომლის გაუპატიურება სცადა

ფსიქიატრიული კლინიკის მფლობელმა თანამშრომლის გაუპატიურება სცადა

ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამათლო განიხილავს დღეს, 17 ოქტომბერს, 2018 წლის ივლისში მომხდარ გაუპატიურების მცდელობის საქმეს. 

ბრალდებული ფსიქიატრიული კლინიკის მფლობელია, რომელმაც 2018 წლის 26 ივლისს, მის ოფისში თანამშრომლის გაუპატიურება სცადა, რომელიც სულ რაღაც 2 კვირის წინ ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულს სხვა ქალების ადანაშაულებენ სექსუალურ ძალადობაში.

“19:20 საათზე. სულ ცოტახნით ადრე, სანამ მისი სამუშაო საათები დასრულდებოდა, ბრალდებულმა თანამშრომელს დაუძახა და სთხოვა ჩაეყენებინა საქმის კურსში კლინიკაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, როგორიცაა წამლები და ა.შ. ბრალდებულმა ზემოთ აღნიშნული საათი აირჩია იმ მოტივით, რომ ამ დროს კლინიკაში ნაკლებად არის ხალხმრავლობა. ბრალდებულის ოფისის კარის გაღება მხოლოდ თავად შეეძლო, ოფისის ფანჯრებიდან არ ჩანდა ოფისის შიდა ტერიტორია და არ იღებოდა გარედან. როგორც კი 45 წლის ქალი ოფისში შევიდა ბრალდებულმა კარი მიაჯახუნა, შარვალი და საცვალი გაიხადა და ქალს მისი სასქესო ორგანო აჩვენა. სწრაფად მიუახლოვდა ქალს, კედელზე მიანარცხა და მისი გაკავება სცადა, რათა მისთვის ეკოცნა. ამავდროულად გასცემდა ბრძანებებს რომ დამორჩილებოდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ გაათავისუფლებდა სამსახურიდან.” – იკითხება საქმის მასალებიდან.

ფსიქიატრიული კლინიკის მფლობელი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *