Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ქსანთი: როგორ მოხდა უბედური შემთხვევა და ვინ არის ბიჭი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ქსანთი: როგორ მოხდა უბედური შემთხვევა და ვინ არის ბიჭი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

საბედისწერო შეჯახება კვირას დილის 8:00 საათზე ქსანთი-კავალას ძველ ეროვნულ გზატკეცილზე მოხდა.

ავალასკენ მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა, საპირისპირო მხარეს მომავალ ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა ავტომანქანის 5 მგზავრიდან 4-მა. გარდაცვლილები 2 ბიჭი და 2 გოგონა არიან 20-დან 25 წლამდე.

გარდაცვლილი გოგონებიდან ერთ-ერთი იყო სტუდენტი, რომელიც კომოტინში სწავლობდა, წარმოშობით კი ხალკიდიდან იყო, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ქსანთიში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდები ბარიდან ბრუნდებოდნენ და მიდიოდნენ ნესტოში საბანაოდ და სანაპიროზე დღის გასატარებლად.

26 წლის ღიორღო, რომლის სიცოცხლევ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, განსაკუთრებით უყვარდათ როგორც ინოფიტაში, ასევე ავლიდას სანაპიროს მაცხოვრებლებსაც.

ღიორღო მამა იოანის იკონომიდის შვილი იყო, რომელიც წმინდა სპირიდონ ინოფიტონელის ტაძარში მსახურობს. 

მამა იოანეს ვიოტიას მაცხოვრებლები ასოპუს “მწვანე მამა”-ს ეძახდნენ, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღვის გარემოს ქარხნებისგან და მათგან გამოწვეული დაბინძურებისგან დასაცავად ბრძოლაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *