Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ქსილოკასტროში გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 

ქსილოკასტროში გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 

ორშაბათს დილით ქსილოკასტროში გაჩენილი ჯოჯოხეთური ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას ნაპოვნი 2 პირის ცხედარი 35 და 40 წლის კაცებს ეკუთვნით. 

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის ეთერში საუბრისას ანასტასიოს გიოლისმა, კორინთიას ვიცე-გუბერნატორმა, განაცხადა: “აღნიშნული პირები არ იყვნენ ოფიციალურად გაფორმებული მოხალისეები, გარდაცვლილები ხანძრის მიმდებარედ სოფლების მაცხოვრებლები არიან, რომლებიც არ დაემორჩილნენ 112-ის მითითებებს და გადაწყვიტეს დახმარებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალებს.”

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნული პირები კვირას ღამით, მათივე მოტოციკლეტებით გაემართნენ ანო პიცასკენ, რათა დახმარება გაეწიათ ხანძრის დასამორჩილებლად. მათ გზად სახანძრო ბრიგადა შეხვდათ, რომლებმაც მოუწოდეს უკან გაბრუნებულიყვნენ, თუმცა მითითებას არ დაემორჩილნენ და სულ ცოტახანში ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *