Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ღავდოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სამარიას ხეობიდან ტურისტების ევაკუირება განხორციელდა

ღავდოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სამარიას ხეობიდან ტურისტების ევაკუირება განხორციელდა

დღეს დილით კუნძულ ღავდოსის სანაპიროზე მომხდარი 5.3 და 4.6 ბალიანი მიწისძვრების შემდეგ, კრეტაზე სამარიის ხეობიდან ვიზიტორების პრევენციული ევაკუაცია დაიწყო.

მიწისძვრების დროს ხეობაში 566 ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ მიწისძვრის შედეგად მეწყერი არ ჩამოწვა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.

ევაკუაციამ რამდენიმე საათს გასტანა. ისინი, ვინც მარშრუტის მე-6 კილომეტრამდე იყვნენ მისულები, უკან ქსილოსკალოს ჩრდილოეთ შესასვლელისკენ გაბრუნდნენ. დანარჩენი ვიზიტორები კი პერსონალის ხელმძღვანელობით სამხრეთ გასასვლელის, აგია რუმელის მიმართულებით გადაადგილდნენ.

პასუხისმგებელი ორგანოები ამ დრომდე აკვირდებიან ვითარებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *