ღამით მათი ოჯახებისთვის მუშაობდნენ – 5 ქალის ისტორია, რომელთა სიცოცხლეც აფეთქებამ იმსხვერპლა
ღამით მათი ოჯახებისთვის მუშაობდნენ – 5 ქალის ისტორია, რომელთა სიცოცხლეც აფეთქებამ იმსხვერპლა
დედები, ბებიები, მეუღლეები, პროფესიონალები იყვენენ ქალები, რომელთა სიცოცხლეც ტრიკალაში მდებარე ქარხანაში მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა.
ისინი ქარხანაში ოჯახებისთვის მუშაობდნენ: შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, საპენსიო დანაზოგის დასაგროვებლად. ელენას, ვაილისიკის, ვულას, ანასტასიასა და აღაპის ცხოვრების ისტორია ვიოლანდას ქარხანაში დასრულდა.
აღაპი ბუნოვას პენსიაში გასვლამდე 1 წელიღა ჰქონდა დარჩენილი. მისი ცხედარი სულ ბოლოს, დღეს დილით იპოვეს: “სოფელში მისი ოჯახი ყველას ძალიან უყვარს. წლების განმავლობაში გერმანიაში მუშაობდნენ, შემდეგ დაბრუნდნენ და სოფელში სახლი ააშენეს. 15 წელის იმუშავა აღაპიმ ქარხანაში, ერთი წელიღა ჰქონდა დარჩენილი პენსიაში გასვლამდე. მაგრამ არ დასცალდა. რამდენადაც ვიცი კმაყოფილი იყო სამუშაო პირობებით. თავად ითხოვა ღამის სმენაში გადაყვანა, რადგან დილის საათებში შვილიშვილები მიჰყავდა სკოლაში. მისი შვილი და რძალი მუშაობენ, ხოლო მეუღლეს ვულკანიზაციაა აქვს გახსნილი. ისიც დილით გამთენიისას ხსნიდა ვულკანიზაციას.” – განაცხადა მეღალოხორის გუბერნატორმა.

სულ რაღაც 6 თვისწინ დაბრუნდა საბერძნეთში გერმანიიდან 56 წლის ანასტასია. გერმანიაში 1988 წლიდან ცხოვრობდა, საბერძნეთში ჩამოსვლისას კი დასაქმება საპენსიო დანაზოგის მოსაგროვებლად გადაწყვიტა: “ჩემი გოგო, ჩემიი გოგო. კვირას ველაპარაკეთ ბოლოს, მითხრა რომ ვასილოპიტას გაჭრაზე მიდიოდა და კარგი დროის გატარება ვუსურვე. 1989 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. მისმა მეუღლემ პენსია აიღო და ამიტომ საბერძნეთში დაბრუნება გადაწყვიტეს. ანასტასია იმავე საქმეს აკეთებდა გერმანიაში რასაც აქ. ამიტომაც აიყვანეს სწრაფად ქარხანაში. ღამით მუშაობდა, რადგან დღის განმავლობაში უნდოდა სიამოვნება მიეღო ოჯახთან ერთად, სოფლით და ყოველდღიურობით.” – აცხადებენ ანასტასიას მშობლები.

ვასილიკი სკაბარდონი ღამის სმენაში იმიტომ მუშაობადა, რომ დღის განმავლობაში დრო მის 3 და 5 წლის შვილებთან ერთად გაეტარებინა.
2020 წლამდე როგორც თმის სტილისტი მუშაობდა, თუმცა მისი გეგმები შეიცვალა და გადაწყვიტა ქარხანაში დასაქმებულიყო უკეთესი შემოსავლის მისაღებად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვასილიკი სკაბარდონის მეუღლე ამჟამადაც შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

ელენა კაცარუ წლების განმავლობაში მუშაობდა ქარხანაში და არაჩვეულებრივად იცნობდა საქმის სპეციფიკას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას 13 წლის ვაჟი დარჩა.

მძიმე მწუხარება გამოწვია ვულა ბუკოვას გარდაცვალებამ, რომელსაც 3 შვილი დარჩა.

