Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ყვავილების ნაცვლად ითხოვდა თანხას 49 წლის გარდაცვლილის მეუღლე რომელსაც ბრალად ბავშვებზე ძალადობა ედება

ყვავილების ნაცვლად ითხოვდა თანხას 49 წლის გარდაცვლილის მეუღლე რომელსაც ბრალად ბავშვებზე ძალადობა ედება

ზაკინთოში, სამი წლის განმავლობაში დედა საკუთარ შვილებზე ფიზიკურად ძალადობდა. 

მეზობლების საჩივრის შემდეგ პოლიციამ დააკავა ორი შვილის დედა, რომლის ქმარმაც რამდენიმე დღის წინ თავი სანადირო თოფით მოიკლა.

49 წლის მამაკაცის გარდაცვალებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ მისმა მეუღლემ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და მეგობრებს მოუწოდა, რომ ყვავილების ნაცვლად მისთვის თანხა მიეცათ, რათა შეძლებოდა შვილებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეძენა.

გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვები, რომლებიც წყვილს ნაშვილები ჰყავდა, მეზობლებისგან შველას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ დედა მათზე ძალადობდა. მეზობელმა, რომელსაც დახმარებისთვის მიმართეს ბავშვებმა, დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში. ბავშვები, რომელთაგანაც ერთი 12 წლის არის, ხოლო მეორე კი 9-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მათი 49 წლის დედა კი პოლიციამ დააკავა.

ექიმების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბავშვების სხეულზე აღმოჩენილია ძალადობის კვალი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ხამოღელო ტუ პედიუ” ( ბავშვის ღიმილი ) ითავებს ბავშვებზე ზრუნვას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *