Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების თამაშთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების თამაშთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა:

“ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი 2 კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს, ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის დაჭერა და მისი გაძლიერებაა.

ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრს და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ.” – შოთა არველაძე

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *