Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჩრდილოეთ ევიაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტის ძებნა უშედეგოდ დასრულდა

ვერტმფრენის პილოტის ძებნა, რომელიც დღეს ჩრდილოეთ ევიაში, ახლადის მახლობლად ჩამოვარდა, დღეს უშედეგოდ დასრულდა.

რაიონში არსებული ამინდის პირობები – დაბალი ხილვადობა და დაბურული ატმოსფერო ართულებდა სამძებრო ჯგუფების მუშაობას, რომლის გაგრძელებაც დაბნელების შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელი გახდა.

ჩამოვარდნილი A-109 ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენის პილოტი აფიდნედან ვოლოსის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, რა დროსაც დილის 10:00 საათის შემდეგ რადარებთან კონტაქტი დაიკარგა.

თვითმხილველების თქმით, ვერტმფრენი სანაპიროდან 300 მეტრის დაშორებით ზღვაში ჩავარდა და 1,5 წუთში უკვე  ჩაიძირა, თვითმხილველები ასევე აქცენტს აკეთებენ ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენაზე და ხმაზე, რომელიც ისმოდა ზღვაში ჩავარდნამდე.

აღნიშნულია, რომ პილოტს ჰქონდა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ავიაციაში ფრენის დიდი გამოცდილება.

შემთხვევის ადგილზე ძებნას ახორციელებდა საბრძოლო სუპერ პუმა, გარდა ამისა, ჩხრეკა დაიწყო სანაპირო დაცვის ოთხი გემით, ძებნაში ჩაერთნენ ასევე კერძო გემები, ადგილზე მივიდა წყალქვეშა მისიების განყოფილებაც (MMA).

თვითმხილველის თქმით, დაცემამდე ვერტმფრენი ძალიან დაბლა დაფრინავდა.

„ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო, ყვითელი ვერტმფრენი ძალიან დაბლა დაფრინავდა და მანევრებს აკეთებდა. მერე უცებ მარცხნივ შემობრუნდა და აფეთქების ხმა გავიგე,”- ამბობს მოწმე.

სხვა თვითმხილველის თქმით, ვერტმფრენმა ჰაერში ყოფნისას დაიწყო უცნაურად გადახრა და რამდენიმე წუთის შემდეგ ძლიერი აფეთქება გაისმა.

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *