Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ცეცხლმა ათენი-ლამიას გზასთან მდებარე ძველ ქარხანამდე მოაღწია

ცეცხლმა ათენი-ლამიას გზასთან მდებარე ძველ ქარხანამდე მოაღწია

ატიკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული გუშინ შუადღეს ვარნავაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი ძლიერი ქარების გამო მუდმივად იცვლის მიმართულებას და თითქმის შეუძლებელს ხდის პროგნოზირებას თუ სად უნდა მოხდეს სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზება.

ძლიერი ქარების გამო ნახევარ საათში ცეცხლმა დიონისოს გამზირიდან პენდელიმდე ჩამოაღწია. 

ამჟამად ცეცხლის მთავარი კერა ღრამარიკოსა და კალიტეხნუპოლში მძვინვარებს, რაც ცეცხლისგან წარმოშობილი კვამლის ძალიან დიდ ტერიტორიაზე გავრცელებას იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარმა ათენი-ლამიის ეროვნული გზატკეცილის დაღმართთან მდებარე ლევენდაკის ძველ ქარხანამდე მოაღწია.

აღნიშნული ქარხანა უკვე წლებია მიტოვებულია, შესაბამისად ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ფოტოსურათებიდან ჩანს იწვის ქარხნის გარშემო ხეები. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *