Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ცნობილი კრიმინოლოგის ცოლის ამაღელვებელი ჩვენება, სადაც ძალადობის დეტალბზე საუბრობს

ცნობილი კრიმინოლოგის ცოლის ამაღელვებელი ჩვენება, სადაც ძალადობის დეტალბზე საუბრობს

ჯოჯოხეთი, რომელიც აპოსტოლოს ლიტრასის ხელში გაიარა, აღწერა ძალადობის მსხვერპლმა, სოფია პოლიზოღოპულუმ, ჩვენების მიცემისას.

“საკუთარი სისხლი მახრჩობდა.. როცა ოთახში ავედი, რომ განგაშის ღილაკით დაცვა გამომეძახებინა ღილაკამდე მისვლა თვითონ დამასწრო.”

“მთელი ამ წლების განმავლობაში არამხოლოდ ცოლ-ქმრობა, არამედ პროფესიაც გვაკავშირებს, თანამშრომლები ვიყავით. გუშინ, 15/06/2024, ვულიაღმენში მდებარე რესტორანში ვიყავით ჩვენს დიდ სამეგობრო წრესთან ერთად. რაღაც მომენტში შევკამათდით უმნიშვნელო საკითხზე. იეჭვიანა, რომ ტელეფონს ვამოწმებდი. არადა მე ჩემს დას ველაპარაკებოდი, რადგან მასთან გვყავდა ბავშვი დატოვებული. მომთხოვა, რომ დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა რესტორანი და დამემუქრა, რომ თუ არ გავყვებოდი დიდ აურზაურს ატეხდა. რადგან დავინახე რომ გაცოფებული იყო ავდექი და გავყევი. არ მინდოდა მეგობრების და იმდენი ხალხის წინ შევრცხვენილიყავით. როგორც კი მანქანაში ჩავსხედით დამიწყო გინება და პირველი მუშტი ჩამარტყა.”

“სინათლის სიჩქარით ატარებდა მანქანას.. ერთ-ერთ ჩიხში მანქანა გააჩერა და სახეში მუშტების რტყმა დამიწყო.. ტელეფონიც წამართვა რომ საშველად ვინმესთვის არ დამერეკა. მანქანის კარი ჩაკეტილი იყო, რომ არ გავქცეულიყავი.. ვყვიროდი.. შველას ვითხოვდი.. ვეხვეწებოდი, რომ გაჩერებულიყო.. დამასისხლიანა და ვგრძნობდი როგორ მახრჩობდა საკუთარი სისხლი.. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი.. ამ მდგომარეობაში რომ დამინახა გაჩერდა. ვთხოვე, რომ საავადმყოფოში წავეყვანე და დაებრუნებინა ჩემი ტელეფონი რომ დამერეკა ჩემი დისთვის. არაფერზე არ მცემდა პასუხს.. ვეუბნებოდი, რომ სისხლისგან დავიცლებოდი, მაგრამ ხმას არ იღებდა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *