Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი პოლიტიკოსი დორა ბაკოიანი საავადმყოფოში მოხვდა

ცნობილი პოლიტიკოსი, ყოფილი მინისტრი და პარტია ნეა დემოკრატიის დეპუტატი დორა ბაკოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით ის კვირას, საკუთარ სახლში დაეცა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს ალექსანდრას საავადმყოფოში, სადაც 24 საათი დაჰყო.

დაცემის შედეგად მის თავის ტვინზე ექიმებმა მცირე შიდა სისხლჩაქცევა აღმოაჩინეს, ამიტომ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლელევების ჩასატარებლად დატოვეს, თუმცა დამაკმაყოფილებელმა კლინიკურმა სურათმა ექიმებს საშუალება მისცა პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერათ და ის სახლში დაბრუნდა.

ამავე ინფორმაციით, ქ-ნი ბაკოიანი კვირის ბოლოს მიტროვიცადან კოსოვოში საავტომობილო გზით დაბრუნდა. მგზავრობა 7 საათს გაგრძელდა და ვარაუდობენ, რომ მისი დაცემა მგზავრობის შედეგად მიღებულმა სტრესმა და გადაღლამ გამოიწვია.

მომხდარის შემდეგ რეაბილიტაციის მიზნით ქ-ნი ბაკოიანი ერთი კვირის განმავლობაში სახლში დარჩება, ხოლო მისი მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *