Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ძარცვის შედეგად დაშავდა 48 წლის მძღოლი

ძარცვის შედეგად დაშავდა 48 წლის მძღოლი

48 წლის მძღოლს დღეს დილით, 8 ივლისს, ბენზინგასამართ სადგურთან 2 შეიარაღებული მამაკაცი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ მისცემდა თანხას, რომელიც თან ჰქონდა.

აღნიშული შემთხვევა აღხიალუს ქუჩაზე გამთენიის 05:15 საათზე მოხდა. მძარცველებს სახე დაფარული ჰქონდათ. ისინი მიუახლოვდნენ გაჩერებულ მანქანას, მძღოლს იარაღით დაემუქრნენ და წაართვეს ჩანთა, რომელშიც ამ დრომდე დაუდგენელი ოდენობის თანხა იდო. 

48 წლის მძღოლმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მძარცველებმა თავში იარაღის ტარი ჩაარტყეს და ასე შეძლეს მისი განეიტრალება.
მძარცველები ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაშავებული ავტომანქანის მძღოლი კი თვითონ მივიდა საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარების მისაღებად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *