Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

ძველი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში.

ძველი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში.

საქართველოში ცნობილია ძველი სააღდგომო ტრადიციები, რომლებიც დღეს უკვე მივიწყებულია. თუმცა ჩვენ მაინც მოვიძიეთ რამდენიმე მათგანი და მკითხველისგან ველოდებით პასუხს რამდენად იცავს დღესაც სამეგრელოს, რაჭის, გურიის, კახეთისა და სვანეთის მოსახლეობა ძველ სააღდგომო ტრადიციებს.

სამეგრელოში – აღდგომა დღეს პურის კვერებს აცხობდნენ ყველითა და კვერცხით და განსაკუთრებული ქვევრის – ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე აწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე აწყობდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

რაჭაში – აღდგომა დილით პურის ფაფას აკეთებდნენ და ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახში მიდიოდა და აკურთხებდა. ვისაც ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ოჯახის წევრი, სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის ბარკალს, ლავაშს და სხვა სანოვაგეს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ აღნიშნავდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და დიდი ზეიმი იმართებოდა.

გურიაში – აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ სიმხნევისთვის.

კახეთში – სააღდგომოდ ბატკანს და ღორს კლავდნენ. ასევე აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

სვანეთში კი მოსახლეობა სოფლის მთავრ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა უფლიშით – კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *