Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ძლიერი ქარები ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალ რისკს ქმნიან

ძლიერი ქარები ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალ რისკს ქმნიან

მაშინ როცა დედაქალაქის მაცხოვრებლები ათენის შემოგარენში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ყოველ 5 წუთში ერთხელ იღებენ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს 112-სგან, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური სამდივნო ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალ რისკებზე საუბრობს არამხოლოდ დღეს, არამედ შაბათსაც.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით ხვალ, შაბათს (9/8), საბერძნეთის 4 რეგიონში ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალი რისკია.

  • ატიკა, კითირა.
  • ვიოტია და ევია.
  • არღოლიდა, კორინთია, ლაკონია, არკადია.
  • ახაია და ილიას.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას და გასცემს განკარგულებას პასუხისმგებელი ორგანოების სრული მობილიზების შესახებ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *