Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალიმსოფლიო

წარმოუდგენელი დანაშაული რომელმაც საფრანგეთი შეძრა

გუშინ შუადღის საათებში, პარიზის გარეუბანში, კერძოდ ალფორტვილში, 41 წლის მამაკაცი, რომელიც  წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი ცოლ-შვილზე ძალადობისთვის პოლიციას ჩაბარდა და აღიარა, რომ მოკლა თავისი სამი ქალიშვილი, 4, 10 და 11 წლის.

კრეტეიგის პროკურატურამ დაადასტურა “სამი პატარა გოგონას გარდაცვალება, 4, 10 და 11 წლის”.

მამა თავად მივიდა ნორმანდიის დიეპის პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ მან მოკლა თავისი შვილები. პოლიცია მის სახლში ალფორტვილში მივიდა და სამი გოგონა გარდაცვლილი იპოვა. გამოძიების პირველი მტკიცებულებებით, ორი ბავშვი დანით მოკლეს, სხეულზე კი საბანი გადაფარეს. მესამე ბავშვი დივანზე იმყოფებოდა.

გამოძიებასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ორ მშობელს შვილებზე მონაცვლეობითი მეურვეობა ჰქონდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ არ იცოდა ბავშვების დედის ადგილსამყოფელი და პოლიციამ მისი პოვნა გუშინ გვიან საღამომდე ვერ შეძლო.

კრეტეიგის პროკურორი აღნიშნულ საქმეზე დღეს შუადღისას პრესკონფერენციას გამართავს.

საფრანგეთის პოლიციამ 2021 წელს დააფიქსირა ძალადობის 64.300 მსხვერპლი დააფიქსირა (16%-იანი ზრდა 2020 წელთან შედარებით). შემთხვევების 80% -ში მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ხოლო ნახევარზე მეტი (59%) ქალი. დაახლოებით ერთი თვის წინ, 29 ოქტომბერს, პარიზის მახლობლად, ვემარში, დაცვის თანამშრომელმა მისი სამი ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *