Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 52 წლის მასწავლებელს, რომელსაც ბრალი 14 წლის მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ედება

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 52 წლის მასწავლებელს, რომელსაც ბრალი 14 წლის მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ედება

პარასკევს, 10 იანვარს დაკითხეს  52 წლის მასწავლებელი, რომელსაც ბრალი 14 წლის სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ედება.

დაკავებულმა პროკურორთან ისაუბრა თუ როგორ დაიწყო მისი ურთიერთობა არასრულწლოვანთან.

მასწავლებელმა და მოსწავლემ საუბარი ოქტომბის ბოლოს, ექსკურსიის შემდეგ დაიწყეს, როცა ექსკურსიაზე ერთად რამდენიმე ფოტო გადაიღეს და გოგონამ მის მეგობართან ერთად ეს ფოტოსურათები გადაუგზავნა. საუბარი ფორმალურიდან პირადულში მალევე გადაიზარდა.

დაკავებული ირწმუნება, რომ სურვილი ჰქონდა შეეწყვიტა მიმოწერა არასრულწლოვანთან, თუმცა გოგონა მას არ ანებებდა თავს და ემუქრებოდა, რომ თუ მასთან საუბარს შეწყვეტდა თავს რამეს დაუშავებდა.

“კატეგორიულად უარვყოფ რომ რაიმე სახის სექსუალური კავშირი მქონდა არასრულწლოვანთან. მე მისთვის ხელი არასდროს დამიკარებია. მხოლოდ ერთხელ ვაკოცე ყელში მისი მოთხოვნის შემდეგ და ერთხელ შევეხე შემთხვევით წელზე ჩახუტებისას. ვაღიარებ რომ შეცდომა დავუშვი. არ ვიცოდი, რომ ასეთი მძიმე დანაშაული იყო ჩემს მოსწავლესთან მიმოწერის ქონა. არასდროს მქონია მსგავსი განზრახვა მის მიმართ. პირველად ვარ ამ მდგომარეობაში. ბოდიშს ვუხდი როგორც თავად ჩემს მოსწავლეს, ასევე მის გარშემო მყოფებსაც და ყველას, ვინც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე.” – განაცხადა ჩვენებაში ბრალდებულმა.

ბრალდებული ასევე ირწმუნება, რომ შიშველი ფოტოსურათები მას და მის მოსწავლეს არასდროს გაუცვლიათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *