Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის დროს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, დიდ შაბათს, ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს, ცეცხლი გამოაქვთ.

გადმოცემის თანახმად, წარსულში იესოს აკლდამაში, კონკრეტულად კი, მარმარილოს ფილიდან, რომელიც მის განსასვენებელ ქვის ფილას ფარავს, ჩნდებოდა ლურჯი ფერის სინათლე.

აღნიშნული მარმარილოს ფილა ამჟამად ძველ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარშია განთავსებული. ადრე ითვლებოდა, რომ აღნიშნული სინათლე იღებდა ცეცხლის სვეტის ფორმას, რომლიდანაც სანთლები ინთებოდა. ასევე, არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად წმინდა ნათელი სპონტანურად ანთებს ეკლესიაში არსებულ სანთლებს და კანდელებს. მომლოცველები და სამღვდელოება ხშირად ამობენ, რომ წმინდა ცეცხლი მათ არ წვავს.

ცეცხლის ანთებამდე პატრიარქი ეკვდერში, ქვის წინაშე იჩოქებს, ხოლო მრევლი გარეთ ელოდება. ცეცხლის ანთების შემდეგ პატრიარქი ხალხის წინაშე ორი ანთებული სანთლით გამოდის. ცერემონიას იერუსალიმში ათასობით მომლოცველი და ადგილობრივი, სხვადასხვა დენომინაციის წარმომადგენელი ქრისტიანი ესწრება.

შემდგომ ამისა ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით მოაქვთ საბერძნეთში და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ასევე, ქვეყნებში, რომლებშიც მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური სამრევლოებია, მათ შორის არის საქართველოც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *