Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

წყალდიდობა დანიელის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება 

წყალდიდობა დანიელის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება 

საბერძნეთში, დღეის მდგომარეობით, ქარიშხალი „დანიელის“ შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად 5 000-ზე მეტი სარემონტო ნებართვაა გაცემული. აღნიშნულ ნებართვებზე გათვალისწინებული სახელმწიფო უფასო დახმარების საერთო ოდენობა დაახლოებით 36,5 მილიონ ევროს შეადგენს.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებული შენობების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სარემონტო ნებართვების გაცემა 2024 წლის აგვისტოში დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით 30 000 შენობას მიენიჭა საცხოვრებლად სახიფათო სტატუსი.

ყველაზე მეტი ნებართვა კარდიცას რეგიონში გაიცა – 2 048, სადაც სახელმწიფო დახმარებამ 16 მილიონ ევროს გადააჭარბა. პალამას მუნიციპალიტეტში  – 1 400, ხოლო ფარკადონას მუნიციპალიტეტში 557 სარემონტო ნებართვა გაიცა.

საერთო ჯამში, სარემონტო ნებართვის მისაღებად დაახლოებით 13 900 განაცხადია წარდგენილი, საიდანაც შესაბამისმა უწყებამ უკვე 12 000-ზე მეტი დაამუშავა. ხელისუფლების განცხადებით, პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რათა დაზარალებული შენობების აღდგენა უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *