Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

წყალის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის 

წყალის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის 

წყალი საკვები რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში, საჭმლის მონელებაში, შარდთან ერთად ცხოველქმედების პროდუქტების გამოყოფაში, თბორეგულაციაში.

წყალზე ორგანიზმის მოთხოვნა სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია რაციონზე, შრომით დატვირთვაზე, კლიმატზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე.

დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა პათოლოგიურ პროცესებს აძლევს დასაბამს, თუმცა მანამდე ორგანიზმი სიგნალს გვაძლევს – გვეუფლება წყურვილის შეგრძნება. ისეც ხდება, რომ წყურვილს იწვევს არა სითხის ნაკლებობა, არამედ ნერწყვის გამოყოფის შემცირება. ამ შემთხვევაში საკმარისია პირის ღრუში სითხის გამოვლება. ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს ლიმონის, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები, ამიტომ მჟავე ხილი და წვენი წყურვილს წყალზე უკეთ კლავს. ასევე კარგია ასკილის უშაქრო წვენი, უშაქრო მწვანე ჩაი, უცხიმო, უშაქრო რძემჟავა სასმელები.

წყურვილის მოსაკლავად წყალი ყლუპობით უნდა ვსვათ 5-10 წუთში ერთხელ და არა ერთბაშად. ისიც უნდა ითქვას, რომ წყალი წყურვილს კლავს არა დალევისთანავე, არამედ მიღებიდან 10-12 წუთის შემდეგ, როცა მას საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიწოვს.

თეორიულად, ჭამის დროს წყლის ან რომელიმე სხვა სითხის მიღება უნდა ანელებდეს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის განზავების ხარჯზე, თუმცა უახლესმა კვლევებმა ეს თეორია არ დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის კონცენტრაციაზე, საკვების შემადგენლობაზე.

მრავალი ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაში კერძისთვის სასმლის მიყოლება მიღებულია. ეს შეიძლება იყოს წყალი, განზავებული ან განუზავებელი ღვინო, ჩაი ან ბურახი, უცხიმო, განზავებული რძემჟავა სასმელი. გამონაკლისია სამკურნალოდ დანიშნული მინერალური წყლები, რომელთა მიღება ჩვენებისა და დანიშნულებისამებრ უნდა მოხდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *