Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

წყვილის გაშველების მცდელობისას გამშველებელმა 4 კბილი დაკარგა

წყვილის გაშველების მცდელობისას გამშველებელმა 4 კბილი დაკარგა

ფილმის სცენარს მოგაგონებთ კუნძულ როდოსზე მომხდარი შემთხვევა, რომელიც გასულ შაბათს, გამთენიისას კოლიმბიას ბართან მოხდა. 

კერძოდ ბარის წინ ინგლისიდან დასასვენებლად ჩამოსულ წყვილს შორის ატეხილი ჩხუბის დროს წყვილის გასაშველებლად მისული მეპატრონე ფიზიკურად დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარის მეპატრონემ შენიშნა, თუ როგორ ჩხუბობდა წყვილი და მათ სიტუაციის გასანეიტრალებლად მიუახლოვდა. განრისხებულმა ტურისტებმა კი მას ჯერ მაგიდა, შემდეგ სკამები ესროლეს, ბოლოს კი სახეში და სხეულის არეში მუშტები და წიხლები ურტყეს. 

ბარის მეპატრონის საშველად მისი 42 წლის მეგობარი გაემართა, რომელმაც მალევე შენიშნა, რომ მის მეგობარს თავს ესხმოდნენ. თუმცა ტურისტებმა ისიც სცემეს და საფერფლე ჩაარტყეს სახის არეში. დარტყმის შედეგად 42 წლის კაცმა 4 კბილი დაკარგა.

პოლიციამ დაიწყო გამოძიება.წყვილი ბრიტანეთიდან განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბარის მეპატრონე და მისი მეგობარი საავადმყოფოში მოათავსა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *