Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

ჭარბი წონა ზრდის18 სახეობაზე მეტი სიმსივნის გაჩენის საშიშროებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას 14 წლით ამცირებს

ჭარბი წონა ზრდის18 სახეობაზე მეტი სიმსივნის გაჩენის საშიშროებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას 14 წლით ამცირებს

ყველას აქვს უფლება, ისე გამოიყურებოდეს, როგორც სურს. არც მისი წონაა სხვისი საქმე: ვის სიგამხდრე მოსწონს, ვის – სიმსუქნე. მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ციფრებით გამოხატული სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ვიცოდეთ, რა საფრთხეს შეიცავს წონის ნორმიდან გადახრა.

თუ ადამიანი ჭარბი წონის თანმხლებ რისკებს აცნობიერებს ან უბრალოდ გახდომა უნდა, სურვილისა და ნებისყოფის მტკიცე ტანდემი უნდა შექმნას და მთელი სერიოზულობით დაიწყოს დასახული მიზნისკენ სვლა.

სიმსივნისდროს სხეულის განსაზღვრული ტიპის უჯრედები შეუჩერებელ დაყოფას იწყებს და მიმდებარე ქსოვილებში ვრცელდება. ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკს. ესენია საყლაპავის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, თირკმელის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების, ნაღვლის ბუშტის, ძუძუს, ღვიძლის კიბო.

ჭარბი წონის შედეგად გამოწვეული პრობლემებთან ბრძოლის მთავარი პრინციპები ყველამ იცის: ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ის ორი იარაღია, რომელთა გონივრული გამოყენებით სასურველ შედეგს მივიღებთ. ამისთვის მარტივი მათემატიკური გათვლაა საჭირო: ნაკლები კალორიის მიიღება და მეტის დახარჯვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *