Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ხალკიდა: არასრულწლოვანი შვილი უმოწყალოდ სცემა – გოგონა საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს

ხალკიდა: არასრულწლოვანი შვილი უმოწყალოდ სცემა – გოგონა საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს

პარასკევს ღამით ხალკიდაში ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა.

შოკირებული დედა პოლიციის განყოფილებაში შეშინებული შველის სათხოვნელად მივარდა – პოლიციამ მოძალადე მამა დაუყოვნებლივ დააკავა

eviathema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძალადობის შემთხვევა ღამის 21:00 საათზე დაფიქსირდა, როცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო მამამ არასრულწლოვანი გოგონას ცემა ცოლის თვალწინ დაიწყო. 

როგორც კი დედას პირველადმა შოკმა გადაუარა სახლიდან გავიდა და პოლიციაში შველის სათხოვნელად მივიდა. 

განყოფილებაში საჩივრის შესვლისთანავე პოლიცია ბრალდებულთან სახლში მივიდა, რათა მომხდარის დეტალები შეესწავლათ, თუმცა სახლში არავინ დახვდათ. ბრალდებულს და ძალადობის მსხვერპლის დეიდას გოგონა უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, რადგან ცემის შედეგად მიმდგარი დაზიანებების სახლის პირობებში მკურნალობა შეუძლებელი იყო. 

პოლიციამ გოგონას მამა საავადმყოფოში დააკავა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *