ხალკიდა: ელვის სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა
ხალკიდა: ელვის სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ორშაბათს, გამთენიისას ხალკიდაში.
evima.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანას ახალგაზრდა მართავდა. ელვის სისწრაფით მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და კაკარას ქუჩაზე მდებარე დამცავი ჯებირები გაანგრია და შუაგზაში გაჩერდა.
შეჯახების შედეგად დაშავებული მძღოლი ხალკიდას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Facebook Comments Box
