Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: დათვი თავისუფლად გადაადგილდება და ფუტკრების სკებს აზიანებს

 მთის  მეფუტკრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ ტაქსიარხის ტყეში, ბოლო რამდენიმე დღეა შეშფოთებულები არიან მათ ტერიტორიაზე გამოჩენილი  დათვის გამო, რომელიც   შეეჩვია და ანადგურებს მწარმოებლების სკებს.

მომხდარის გამო  მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.

” მჯერა, რომ ყველას მონაწილეობით  ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდება,  ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩამოვიდა დათვი ჩვენს მხარეში” – ამბობს  ხალკიდიკის მუნიციპალური თემის პრეზიდენტი იანის ხაკისი.

მისი თქმით, მიყენებული ზარალი სერიოზულია და ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რადგან არ არიან მიჩვეულები მსგავს სიტუაციებს.

ადგილობრივმა წარმომადგენელმა, პანოს სტეფანუმ, კონკრეტულ დათვებთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ დღეში 60 კილომეტრის დაფარვა.

“ჩვენთვის გასაკვირი არ არის დათვის ამ ტერიტორიაზე გამოჩენა, რადგან ჩვენ გვქონდა შეტყობინებები რუკაზე მისი გადაადგილების  კურსის  შესახებ, სადაც ის მთიანი ხალკიდიკისკენ მიემართებოდა.

ეს არის მაღალი მობილურობის პერიოდი, რადგან ისინი რეპროდუქციულ პერიოდში არიან, ამიტომ უფრო მეტს ჭამენ და უფრო დიდ დისტანციებს ფარავენ.”

პანოს სტეფანუ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რაიონში სხვა დათვებიც შეიძლება იყვნენ, რადგან, ზარალი იქნებოდა მრავალჯერადი და უფრო მეტ ადგილას და იძლევა  უსაფრთხოებასთან  დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ტერიტორიის მაცხოვრებლებისა და მწარმოებლების მიმართ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *