Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ხალკიდიკი: ექიმმა 8 წლის ბიჭი სიკვდილს გამოაცალა ხელიდან

ხალკიდიკი: ექიმმა 8 წლის ბიჭი სიკვდილს გამოაცალა ხელიდან

 ბედნიერი დასასრული ჰქონდა 8 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც ფურკას სანაპიროზე ლამის დაიხრჩო.

განგაშის ზარი ორშაბათს ღამით დაირეკა, როცა მამამ მისი 8 წლის შვილი ზღვაში უგონო მდგომარეობაში დაინახა. შეშინებულმა მამამ გონებადაკარგული შვილი ნაპირზე გამოიყვანა. საბედნიეროდ იქვე იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც ბავშვს პირველადი სამედიცინო დამხარება გაუწია, მაშველებმა დაუყოვნებლივ მოიტანეს ჟანგბადი და დეფიბრილატორი. სწორედ მყისიერი რეაგირების შედეგად მოხდა ბიჭის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბიჭუნა ჯერ კასანდრას კლინიკაში, ხოლო შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

“ასეთ დროს პირველი რამდენიმე წუთია გადამწყვეტი.” – განაცხადა მაშველმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *