Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხანძარი როდოსში: “დანტეს ჯოჯოხეთს გადავურჩი” – რა თქვა გადარჩენილმა ბრიტანელმა ტურისტმა

შიშისა და სასოწარკვეთის  მომენტები განიცადეს ტურისტებმა როდოსში გაჩენილი ხანძრის გამო. ერთ-ერთმა მათგანმა, ბრიტანელმა დუნკან კემპმა,რომელიც როდოსზე დასასვენებლად იმყოფებოდა, ხანძრის შესახებ ისაუბრა და კოშმარული მომენტები აღწერა.

„დანტეს ჯოჯოხეთიდან“ გავიქეცი სახანძრო სამსახურის შვეულმფრენის წყალობით, რომელმაც ცეცხლზე წყლის დასხმით გაგვიკვალა გზა”- ამბობს ის.

დუნკან კემპი ელოდა ავტობუსებს, რომ ჩავიდოდნენ სასტუმრო იქსიას სანაპიროზე, როდოს თაუნის მახლობლად და მას და სხვა ტურისტებს გაიყვანდნენ, რა დროსაც ცეცხლი გზაზე გადავიდა და ყველაფრის გადაწვა დაიწყო.

როგორც კემპმა ბრიტანულ Sky News-ს განუცხადა, “სიგიჟის სცენები განვითარდა, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ცდილობდა ავტობუსებში ასვლას. ბავშვები ყვიროდნენ და ტიროდნენ, ტიროდნენ მათი მშობლებიც.”

მისი თქმით, ის გადარჩა სახანძრო ბრიგადის ჩარევის წყალობით, რომელთაც ხანძრის ორ კერას შორის წყლის დასხმით გაკვალეს გასაქცევი გზა.

თუმცა, ავტობუსებში ყველასთვის საკმარისი ადგილები არ იყო, ამიტომ, როგორც ბრიტანელი ტურისტი ამბობს, სასტუმროს პერსონალის “გმირმა” წევრებმა ის და სხვა სტუმრები აიყვანეს და მანქანით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ის აღწერს აგონიის წუთებს, რომლებიც მან განიცადა, როდესაც დაინახა ცეცხლის მოახლოება, „ეს იყო სცენა პირდაპირ “დანტეს ჯოჯოხეთიდან”. ცა დაბნელდა, მზე გაქრა და გაწითლდა. აშკარა იყო, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა”…

და აქვე განაგრძობს: ”ახლა ჩვენ მხოლოდ სახლში წასვლა გვინდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ დარჩენილები ვართ საკუთარი თავის იმედზე,  დახმარების გარეშე. არ ვიცი, იპოვიან თუ არა ჩვენს ბარგს, უბრალოდ გვინდა ამ არეულობიდან გავიდეთ”.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *