ხანძრის შედეგად დაზარალებულები კონპენსაციისთვის განცხადებების გაკეთებას დღეიდან შეძლებენ
ხანძრის შედეგად დაზარალებულები კონპენსაციისთვის განცხადებების გაკეთებას დღეიდან შეძლებენ
დასავლეთ ატიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დღეიდან, 10 აგვისტოდან, კომპენსაციის მისაღებად განცხადებების შეტანა შეუძლიათ. განცხადებების მიღება მანდრა-იდილიისა და მეღარას მუნიციპალიტეტების მერიებში მიმდინარეობს.
დახმარება მოიცავს 600 ევროს პირველადი საჭიროებების დასაფარად, ასევე 6 000 ევრომდე კომპენსაციას სახლის შეკეთებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. დამატებითი დახმარება გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შშმ პირებისა და ხანძრის შედეგად მუდმივი ფიზიკური დაზიანების მქონე მოქალაქეებისთვის.
მთავრობის განცხადებით, ბენეფიციარებისთვის თანხების ჩარიცხვა განაცხადის პროცედურების დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში იგეგმება.
პორტო ღერმენოში დასრულებული ინსპექტირების შედეგად 79 სახლი „წითელ“, 56 „ყვითელ“ და 57 „მწვანე“ კატეგორიად შეფასდა.
მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ დაზიანებული საცხოვრებლების შეკეთებისა და ხელახლა აშენების ხარჯებს სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს. სახელმწიფო ასევე დაფარავს შესაბამისი სამშენებლო ნებართვის ხარჯებს.
პორტო ღერმენოში დასანგრევი სახლების შემთხვევაში კი დემონტაჟის ხარჯსაც სახელმწიფო აიღებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დამატებითი ფინანსური ტვირთი არ დააწვეს.
კომპენსაციის მისაღებად საჭიროა პირადობის მოწმობა, ბოლო საგადასახადო დეკლარაცია (E1), უძრავი ქონების დეკლარაცია (E9), ინსპექტირების დოკუმენტი, ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი და საბანკო ანგარიშის IBAN. საცხოვრებლის თანასაკუთრებაში ყოფნის შემთხვევაში დამატებით საჭიროა შესაბამისი თანხმობა ან მინდობილობა თანამესაკუთრეებისგან.
