Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალიდან მოსწავლეები სასწავლო ოთახებს დაუბრუნდებიან 

ხვალიდან მოსწავლეები სასწავლო ოთახებს დაუბრუნდებიან 

სანამ სკოლებში პირველი ზარი დაირეკება, მშობლები ცდილობენ შვილები მოამარაგონ ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთებით, რაც არც თუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

“სკოლაში დაბრუნება სამმაგ მომზადებას მოითხოვს: პრაქტიკულს, ფსიქოლოგიურს და ემოციურს. ხშირად ბავშვები მშობლების ემოციებს ირეკლავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მშობელი პოზიტიურად ხვდება სასწავლო წლის დასაწყის მათი შვილები თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობენ და სასწავლო პროცესს შემართებით შეუდგებიან.” – აცხადებს ფსიქოლოგი.

მოდით ერთად გადავხედოთ შემზადების პრაქტიკულ ნაწილს და ვნახოთ, თუ რა ღირს სასწავლო ნივთები წელს:

ტელემაუწყებელი MEGA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფასები სტაბილური რჩება: 

ზურგჩანთის ღირებულება 25-დან 75 ევრომდე მერყეობს,

პენალი – 12-დან 18 ევრომდე,

რვეულები – 8-დან 12 ევრომდე, 

ხოლო ხელოვნების რვეულები და ფანქრები 2-დან 4 ევრომდე.

ძირითადი სასკოლო ნივთების სრული ღირებულება კი 45-დან 257 ევრომდე მერყეობს იმის გათვალისწინებით თუ როგორი ხარისხის და რა ბრენდის მასალას ეძებს მშობელი და მოსწავლე.

ხშირ შემთხვევაში სრული სასკოლო კალათი 80-120 ევროს ღირებულებისაა, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი 300 ევროსაც კი აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის სასწავლო პროცესი ხუთშაბათს, 11 სექტემბერს იწყება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *