Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

“ხშირად,  ჩემს ცხოვრებას სასწორზე ვდებ“…

“ხშირად,  ჩემს ცხოვრებას სასწორზე ვდებ“…

საბერძნეთში, პირველი ქალი – კრიმინალისტური რეპორტიორი, ანგელიკი ნიკოლული  ამბობს, რომ მას არაერთხელ ჩაუხედავს  თვალებში მკვლელებისათვის.

ანგელიკი ნიკოლოული ,,გარანტია“ და ეს, მხოლოდ მისი პროფესიული გამოცდილებისა და კომპეტენტურობის დამსახურება როდია. ამას, ათიათასობით ტელემაყურებელიც ადასტურბს, რომელიც, უკვე ოცდაშვიდი წელია, რაც ტელეგადაცემას ,,სინათლე გვირაბში“ გაუნელებელი ინტერესით ადევნებს თვალყურს.

ჟურნალისტი, რომელიც ებრძვის უსამართლობას, ახერხებს ნათელი მოჰფინოს  შავ -ბნელ, მისტიურობით მოცულ ამბაებსა, თუ ხშირად,  სისხლის სამართებლივ დანაშაულებსაც  კი; ანუ ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ამხელს ადამიანის გონების ყველაზე ბნელ და აუხსნელ მხარეებს. მხილება კი, ჟურნალისტის მიერ, უდიდესი გამოცდილების, მაყურებლისადმი პატივისცემისა და ხარისხიანი რეპორტაჟის ხარჯზე ხდება.

MEGA-ზე, სატელევიზიო სეზონის მეორე ნახევრის შოუს პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე, მრავალგამოცდილი ჟურნალისტი საუბრობს მის ცხოვრებაზე, შემთხვევებზე, რომლებმაც განსაზღვრეს მისი ბედი, ღირსებასა და ცხოვრების ფასეულობებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ხართ პირველი ქალი კრიმინალისტური რეპორტიორი ქვეყანაში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროფესიონალი. რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების საიდუმლოდ? ღირს თუ არა სიმართლის ძებნა სიცოცხლის ფასად?

-ხშირად,  ჩემს ცხოვრებას სასწორზე ვდებ და სიმართლე და სამართლიანობა ამად, ნამდვილად ღირს.

საინტერესოა, თუ რატომ ვართ ადამიანები მიდრეკილნი უკანონობისკენ?

-ადამიანური ვნებები, ტრამვირებული სული  და სუსტი ნებისყოფა არის ის, რაც იწვევს უკანონო ქმედებებს. მკვლელობის ჩამდენი სულაც არ არის პიროვნება, რომელსაც მოსწონს  იცხოვოს კანონის დარღვევით. ხშირად დანაშაულს ის ადამიანები სჩადიან, რომლებიც ოდესღაც კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ და მათზე ეჭვის მიტანაც კი  რთულია.

რომელი  შემთხვევა იყო თქვენს კარიერაში, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და ვისმა ბედმა აგაღელვათ უფრო მეტად: მოძალადისა, თუ – მსხვერპლისა?

-ვერცერთ შემთხვევას ვერ გამოვარჩევ. თითოეულ ამბავს თავისი განსაკუთრებული  პროისტორია აქვს და მეორესთან შედარება შეუძლებელია, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩემი გონებიდან და სულიდან ვერ ამოვშლი  გარკვეულ პერიოდებს, როცა პირისპირ წარვსდექი დამნაშავეების წინაშე. ეს ის შემთხვევებია, რომლებზეც ხალხი დღესაც საუბრობს: ტანია ხარიტოპულუ, რომელიც დაანაწევრა და გადამალა მისი შვილის მამამ და ჩვენ აღმოვაჩინეთ გვამის ნარჩენები. მკვლელი თვალებში მიყურებდა და ცდილობდა დავერწმუნებინე იმ ზღაპარში, რომელსაც თავად მიამბობდა…ბავშვების სასიკვდილო თამაშები ალექსთან – დამნაშავე ცდილობდა ჩემი კვლევის სულ სხა კვალზე  დაყენებას… მე ერთად ვიჯექი იმ  სტუდენტების ჯგუფთან, რომლებმაც  ვანგელის გიაკუმაკისი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ისინი ვახშმობდნენ და სინდისის ქენჯნა არ აწუხებდათ… ბანდიტური დაჯგუფება, რომელმაც ფულის გამო მოკლა ნიკოლაიდისი და კალათაკი.  ჩვენი გადამღები ჯგუფი ემზადებოდა ინგლისში სამოგზაუროდ, სადაც თითქოს იმჟამად, ნიკოლაიდისი ცხოვრობდა…  მოკლული აქილევსი ტენტასის მეუღლის საყვარელი, რომელმაც აქილევსი მოკლა,  გადაცემის დროს, ვიდეოკამერის წინ ტიროდა… კიკი კუსოღლუს მკვლელობა ვერიაში, სადაც მკვლელი ჩემს გვერდით, მანქანაში იჯა და გოგონას გაუჩინარების დეტალებს ,,იხსენებდა“… ჩემს გადაცემაში, სტუდიაში  მოსული ქვრივი ქალბატონი, ეთერის მსვლელობის დროს გაუჩინარებული მეუღლის პოვნას იხვეწებოდა, სარეკლამო შესვენებების დროს კი, ღიმილით ეკითხებოდა სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს,  “კარგად ილაპარაკა“ თუ არა… კოსტი პოლიზოსი, რომელიც  საკუთარმა დედამ და მამინაცვალმა მოკლეს,  სტუდიაში ცდილობდნენ გამოძიების დეზორიენტაციას… არ მავიწყდება გრეკოსის მკვლელი, რომელთანაც პირადად გავემგზავრე,  და კდევ მრავალი სხვა…

ბოლოდროს,  ხშირად გვესმის, რომ ბოლო წლებში ძალადობის ესკალაციის რეჟიმის ქვეშ ვართ.  ეთანხმებით, რომ ჩვენ, უფრო ბოროტები და სახიფათოები გავხდით, თუ უბრალოდ ინფორმაციები უფრო აქტიურად ვრცელდება და ამიტომაც, უფრო მეტს ვიგებთ ჩვენს ირგვლივ მომხდარ კრიმინალურ ქმედებებზე?

-ჩვენს დროში ახალი ამბები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება მედიისა, თუ სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა ბოლო წლებში, კრიმინალის ზრდა ციფრებით არის დადასტურებული. უფრო მეტიც, ყველაზე სავალალოა ის ფაქტი, რომ ყველა ხედავს პრობლემას, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს მის გადასაჭრელად. შოკში ვარ იმის გამო, რომ ფაქტიურად აღარ არსებობს მორალური შეზღუდვები,  ადამიანის სიცოცხლე აღარ ფასობს და მისი წართმევა, ასე იოლი გახდა.

ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორ ართმევთ თავს თქვენს ხელთ არსებულ ამდენ  ინფორმაციას? ის შემთხვევები, რომლებსაც დროდადრო აწყდებით,  ახდენს თუა არა გავლენას თქვენს ყოველდღიურობაზე, ქცევაზე, ურთიერთობებზე, საბოლოოდ კი ცხოვრებაზე?

-წლების განმავლობაში დამნაშავე, ბნელ და არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ხანდახან სიკვდილს ვეთამაშები – ამას სრული გულწრფელობით გეუბნებით. ზოგჯერ ვერ იძინებ შფოთვისა და დაძაბულობის გამო, რაც განცდილი ემოციების შედეგია.  რა თქმა უნდა, მთელი ეს ზეწოლა გავლენას ახდენს ჩემს ყოველდღიურ ყოფაზე და თითქმის ყველაფერზე,  თუმცა ის მახარებს, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები კარგად  მიცნობენ, ესმით ჩემი, და ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.

როგორია თქვენი  ყოველდღიურობა?

-თქვენ ესაუბრებით შრომისმოყვარე ადამიანს… ჩემი დღის აღწერილობაში უთვალავჯერ შეხვდებით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა:  ,,ოფისი“ და ,,კვლევა“.

 ქალბატონო ნიკოლოული, რა გასწავლათ დღემდე ცხოვრებამ?

-ვიდრე ცოცხალი ხარ, სწავლობ. არ მიყვარს ის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. თუ როგორ განვითარდები და წინ წაიწევ  ცხოვრებაში, ეს დამოკიდებულია შენს ერთგულებაზე იმ მიზნის მიმართ, რომელიც გამოძრავებს.  ვინც ცდილობს მოყვასისადმი პატივისცემას, ღირსების, პატიოსნებისა და თავმოყვარეობის დაკარგვის გარეშე, წარმატებას მიაღწევს.

და დილემა დასასრულისთვის:  ჰერკულ პუარო თუ შერლოკ ჰოლმსი?

-აგათა კრისტისა და კონან დოილის რომანების ეს ორი გმირი ექსცენტრული და უკიდურესად ინტელექტუალურია. მთელ მსოფლიოში, ორი,  ყველაზე ცნობილი დეტექტივიდან მე ჰერკულ პუაროს გამოვარჩევდი. შერლოკი შეიძლება იყოს შთამბეჭდავი და გამჭრიახი გონების, მაგრამ მე უფრო მომწონს პუარო, რადგან ის ,,დეტალების ადამიანია“ – კეთილი, მომთმენი და პერფექციონისტი, რომელიც ბოლომდე ინახავს ცეცხლოვან პასუხებს. მეც ასე ვმუშაობ, (იცინის) ყოველთვის შესაფერის მომენტს ველოდები…

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *