Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის გარანტია

ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის გარანტია

ჯანსაღი ცხოვრების წესი ვარჯიშთან და ჯანსაღ კვებასთან პირდაპირ კავშირშია. რადგან ვარჯიში აჩქარებს ანტისხეულებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ცირკულაციას, რის გამოც ისინი გამომწვევს უფრო ადრე ამოიცნობენ და უფრო ეფექტურადაც უმკლავდებიან.

რაც შეეხება პროდუქტებს რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა გახდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალი ქოლესტერინი გვაქვს დღიური დიეტა შემდეგია: მარცვლეული პროდუქტები, ძირითადად შვრია და ქერი, სასარგებლოა ჩიასა და სელის მარცვლები, ხილიდან ძალიან კარგია ავოკადო, სასარგებლოა ნებისმიერი ბოსტნეული, მაგრამ არა კარტოფილი. ასევე, ნაკლებ სასარგებლოა ამ დროს სტაფილო და ჭარხალიც, რადგან მათში ჭარბადაა ნახშირწყლები.

სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვა ეფექტით ზემოქმედებს მაღალ ქოლესტერინზე. მაგალითად ჩიასა და სელის თესლი ცხიმოვან ცვლაზე კარგ გავლენას ახდენს იმის გამო, რომ აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და კუჭ-ნაწლავისთვის სასარგებლოა; გარდა ამისა, სელის თესლი გამოირჩევა იმით, რომ მიღების შემდეგ, ჩიას თესლის მსგავსად, ის ირჯვება კუჭში და ფაქტობრივად ავსებს კუჭის მასას, რის შემდეგაც პაციენტს უქვეითდება შიმშილის გრძნობა, ამ გზით დანაყრების ეფექტი კარგ გავლენას ახდენს წონის კლებაზე.

ბოსტნეული აუცილებელია, რადგან ეს არის ცელულოზა, ის ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მონელების პროცესს და ახანგრძლივებს შეწოვას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად გადანაწილდეს და ადეკვატურად შეიწოვოს ის ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა მინერალები, რაც საჭმელთან ერთად ჩადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *