Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ჰოლანდია ევროვიზიის ფინალურ ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ჰოლანდია ევროვიზიის ფინალურ ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ევროვიზიის ფინალურ ტურს გამოეთიშა ჰოლანდიის წარმომადგენელი იოსტ კლაინი. ევროვიზიის ორგანიზატორებთან შესული არაერთი ბრალდების შემდეგ იოსტ კლაინის წინააღმდეგ, EBU-მ ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რომ ჰოლანდიელი მომღერალი დღეს საღამოს, ევროვიზიის დიდ ფინალში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მონაწილის კონკურსიდან ჩამოშორება ორგანიზაციის მხრიდან პრესისთვის ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე მოხდა. შესაბამისად უცნობია ზუსტად რამ გამოიწვია არეულობა და რაში ადანაშაულებენ ჰოლანდიელ მომღერალს. ერთადერთი კომენტარი რაც მომხდართან დაკავშირებით გაკეთდა ხაზს უსვამს, რომ კონკურსანტი ევროვიზიას “არასათანადო ქცევის” გამო გამოეთიშა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *