Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

1აპრილი- რატომ ვიტყუებით ამ დღეს

საპირველაპრილო ხუმრობა, როგორც განმარტავენ, სათავეს ძველი დროიდან იღებს.

აპრილის თვე ბუნების გამოღვიძების თვეა, როდესაც უკვე თვალშისაცემია გაზაფხულის დადგომა.

თავდაპირველად აპრილი ათთვიანი რომაული კალენდრის მეორე თვე იყო, რომელსაც ერქვა Aprilis.

ეს სახელი ნაწარმოები იყო ლათინური ზმნიდან Aperire, რაც გახსნას, გაღებას ნიშნავს და უკავშირდებოდა აპრილის თვეში ყვავილების გაშლას.

ყოველწლიური საპირველაპრილო ტყუილის ჩვეულებას, როგორც ფოლკლორისტები განმარტავენ, ფესვები დასავლეთში აქვს.

გადმოცემის თანახმად  ძველი კელტები აპრილის დასაწყისიდან იწყებდნენ სათევზაოდ გასვლას და რადგანაც ამ დროს ჯერ კიდევ ვერ ახერხებდნენ თევზის დაჭერას    ბუნებრივი პირობების გამო, იგონებდნენ ათასგვარ ტყუილს.

არსებობს მეორე  გადმოცემაც- 1560 წლის შემდეგ მეფე ჩარლზ მეცხრემ წლის დასაწყისი აპრილიდან იანვარში გადაიტანა და ახალ წელს უკვე იანვრიდან აღნიშნავდნენ,  მაგრამ ადამიანების უმეტესობა ახალ წელს ისევ აპრილში ზეიმობდა, რის გამოც მათ დასცინოდნენ.

საბერძნეთში ეს ჩვეულება შემორჩენილია ჯვაროსნული ლაშქრობების დროიდან.

ბერძნების აზრით,  ამ დღეს ტყუილის თქმას აპოკალიფსური  ხასიათი ჰქონდა. მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ საპირველაპრილო ხუმრობა ბოროტ ძალებს განდევნიდა.

ბევრს  დღესაც სჯერა რომ ვინც ამ დღეს წარმატებით იხუმრებს და მეტ ადამიანს მოატყუებს, მას მთელი წლის განმავლობაში გაუმართლებს.

პირველი აპრილი  საყვარელი დღეა  განსაკუთრებით ბავშვებისათვის.

რადგან მათ შეუძლიათ ამ დღეს ეხუმრონ ყველას, მათ შორის უფროსებსაც და ამისათვის   არავინ “დაისჯება”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *