Latest news
სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

12 მაისი: ტემპერატურამ გაზაფხულისთვის შეუსაბამოდ მაღალ მაჩვენებელს მიარწია

12 მაისი: ტემპერატურამ გაზაფხულისთვის შეუსაბამოდ მაღალ მაჩვენებელს მიარწია

10 მაისიდან საბერძნეთის ატმოსფეროში ნალექის რაოდენობამ იკლო და ტემპერატურამ მატება დაიწყო. დღეს კი, სამშაბათის, 12 მაისს გაზაფხულის სეზონისთვის შეუსაბამოდ მაღალი მაჩვენებელი შეინიშნება ბარომეტრზე. ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, ატმოსფეროში კი აფრიკული მტვერი კვლავ ნარჩუდნება. 

სინოპტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტემპერატურა პიკს აღწევს, დღის განმავლობაში ბარომეტრი 34 გრადუსამდე მოიმატებს. მაღალი ტემპერატურის ფონზე, ამინდი უმეტესად მზიანი და უნალექო იქნება.

თუმცა, ოთხშაბათიდან ამინდის თანდათანობითი ცვლილებაა მოსალოდნელი. ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და სეზონისთვის უფრო დამახასიათებელ ნიშნულებს დაუბრუნდება.

მომდევნო დღეებში ქვეყნის ტერიტორიაზე აფრიკული მტვრის გავლენა ისევ შენარჩუნდება, თუმცა ძირითადად სუსტი ან საშუალო ინტენსივობით. მეტეოროლოგების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეგეოსის ზღვის რეგიონში დაბალ ატმოსფერულ ფენებში ჩრდილოეთის ქარები ჭარბობს, ზედა ფენებში სამხრეთის ქარები მტვრის ჩრდილოეთ აფრიკიდან გავრცელებას უწყობს ხელს.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, განსაკუთრებით სუნთქვის პრობლემების მქონე პირებმა, მოერიდონ ხანგრძლივ ყოფნას ღია სივრცეში და მიყვნენ რეკომენდაციებს მაღალი ტემპერატურისა და მტვრიანი ჰაერისგან თავის დასაცავად.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *