Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

16 აპრილს სინდაგმაზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი

16 აპრილს სინდაგმაზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი

საპროტესტო მშვიდობიანი აქცია გაიმართება ხვალ, 16 აპრილს საღამოს სინდაგმაზე. აქციის მთავარი მოთხოვნა ცხვრისა და თხის ხორცის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარების შეწყვეტაა სააღდგომო პერიოდში.

აქციას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Life უწევს. “ხოცვა-ჟლეტვა სიყვარული არ არის” – არის აქციის მთავარი ლოზუნგი. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში 18:30 საათზე შეიკრიბებიან. 

“Vegan Life არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საბერძნეთში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. უკვე მეოთხედ იმართება მსგავსი ტიპის საპროტესტო აქცია, რათა დავიცვათ ცხვრებისა და თხების უფლებები. 2 მილიონზე მეტ ცხოველს სააღდგომოდ ჩეხავენ და ყიდიან. ჩვენ კი გვსურს ხალხს მოვუწოდოთ გამონახონ გზა გაატარონ ერთად დღესასწაული ისე, რომ ცხოველებს არ ატკინონ.” – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენი სტურნა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *