Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 

16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 

საბერძნეთის მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროგრამას აპროტესტებენ საჯარო მოხელეები და იფიცებიან 24 საათით 16 დეკემბერს. გაფიცვას უერთდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებიც. 

აქციით საჯარო მოხელეები და ADEDY-ის 39-ე კონგრესი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფერმერების მიერ მოწყობილ სასოფლო-სამეურნეო მობილიზაციასა და ბლოკადას.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • ხელფასების მომატებას
  • საჯარო მოხელეების რაოდენობის გაზრდას
  • მუნიციპალიტეტების დაფინანსებას
  • ვორიდის დებულებების გაუქმებას
  • კონტრაქტებით დაქირავებული თანამშრომლების შტატში ჩასმას
  • გაზრდილი ფასების დარეგულირებას.

გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე უცნობია მიიღებენ თუ არა გაფიცვაში მონაწილეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *