Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

16 თვით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. თუმცა სასამართლომ დამნაშავე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თითო პატიმრობის დღის ღირებულებად 10 ევრო დაასახელა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანას კალოხორიოს ტერიტორიაზე მართავდა, როცა პოლიტიკამ შესამოწმებლად გააჩერა. პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების მანქანის გაჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაინახეს, რომ საეჭვო და საგზაო წესრიგისთვის საფრთხილშემცველი მანუვრებით მოძრაობდა.

41 წლის მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა პირველმა ტესტმა 0,87 mg/l ხოლო მეორემ 1,20 mg/l აჩვენა.

სასამათლო პროცესზე ბრალდებულმა აღიარა, რომ ალკოჰოკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა განაცხადა, რომ ფრთხილად მართავდა მანქანას და არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

“ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას. ასეთი რამ პირველად მემართება. გუშინ ღამით ჩამოვედი სალონიკში ათენიდან, ხანშიშესული ქალბატონის გადასაყვანად. დღეს უნდა გადამეყვანა სალონიკიდან.” – განაცხადა ბრალდებულმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *