Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

18 წლის ბიჭის მამის გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდობებელი წერილი

18 წლის ბიჭის მამის გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდობებელი წერილი

ტრაგედია დატრიალდა ბერძენი ემიგრანტების ოჯახში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ბრაზილიაში ცხოვრობს. 

18 წლის თოდორის კატავენოსი სან-პაულოში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა, როცა შენობაში მძარცველები შეიჭრდნენ. ახალგაზრდას სიცოცხლე მძარცველების მიერ გახსნილმა ცეცხლმა იმსხვერპლა.

გარდაცვლილი კუნძულ როდოსზე, ფსინთოსში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი საბერძეთში ცხოვრების პერიოდში სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობდა. ბრაზილიაში გადასვლის გადაწყვეტილება თოდორის დედის გამო მიიღეს, რომელიც წარმოშობით ლათინოამერიკელია. 

rodiaki.gr – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა როდოსზე დაბრუნებას აპირებდა. მისი მიზნები ბაბუას გაანდო და გააცნო გეგმაც, რომლის მიხედვითაც შეძლებდა კუნძულზე დარჩენილი ცხოვრების გატარებას.

“ენით აღუწერელია ტკივილი. ტკივილი, რომელიც შენმა დაკარგვამ მომაყენა ასეთ პატარა ასაკში! დაუჯერებელია! მიყვარხარ ჩემო ბიჭო!” – წერს გარდაცვლილის მამა სოც.ქსელში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *