Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

18 წლის შვედეთის მოქალაქეს სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება გაურიეს და გააუპატიურეს

18 წლის შვედეთის მოქალაქეს სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება გაურიეს და გააუპატიურეს

კუნძულ როდოსზე დასასვენებლად ჩასული 18 წლის შვედეთის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში საშნელ მდგომარეობაში მივიდა, რათა საჩივარი შეეტანა მისი თანამემამულის წინააღმდეგ, რომელმაც სექსუალური კავშირი დაამყარა მასთან მისი ნებართვის გარეშე. გოგონა აცხადებს, რომ არაფერი არ ახსოვს და ეჭვი აქვს, რომ მომხდარის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

ჩვენებაში 18 წლის გოგონამ განაცხადა რომ გასულ პარასკევს დილის 07:00 საათამდე დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო როდოსის ერთ-ერთ ბარში მის თანამემამულესთან ერთად, თუმცა მას ასევე ეჭვი აქვს, რომ ბრალდებულმა ჭიქაში რაღაც ჩაუყარა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გოგონა გონს 30 წლის ბიჭის ოთახში მოვიდა, მას არაფერი ახსოვდა და ჩათვალა, რომ ბრალდებულმა მასთან ნებართვის გარეშე დაამყარა სექსუალური კავშირი.

პოლიციამ ბრალდებული შაბათს დილით დააკავა. დაკავებული უარყოფს ყველა ბრალდებას. 

18 წლის გოგონას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს აღენიშნება თუ არა სხეულზე ძალადობის კვალი და არსებობს თუ არა მის სისხლში რაიმე სახის ნარკოტიკული ნივთიერება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *