2 აპრილი: უამინდობის ფენომენი Erminio დღეს
2 აპრილი: უამინდობის ფენომენი Erminio დღეს
საბერძეთი განსაკუთრებულად მობილიზებული რჩება უამინდობის ფენომენის, Erminio-სგან მოსალოდნელი ზიანისა და მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად.
ლიბიიდან წარმოქმნილი ჰაერის მასები საბერძნეთში ატმოსფეროში შემოდინების შემდეგ ჩრდილოეთისკენ მიედინება, რაც ისევ ძლიერი წვიმის და ადგილობრივი წყალდიდობების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
დღეს, 2 აპრილს ძლიერი წვიმები შუადღის საათებამდეა მოსალოდნელი. უამინდობის ფენომენი ამჟამად თესალიას, მაღნისიას, ლარისას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიას გადაუვლის.
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და სეტყვა დასავლეთ და სამხრეთ პელოპონისოზეც.
კუნძულ კრეტაზე ამინდი საღამოს საათებიდან გაუარესდება.
Facebook Comments Box
