Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

Erminio: წვიმამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Erminio: წვიმამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სრულიად მობილიზებული იყო უამინდობის ფენომენისგან მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, ძლიერ წვიმას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია.

კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცა ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყლის უკონტროლო ნაკადმა ათენში.

გარდაცვლილი 50 წლის პოლონეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის დატბორილი სახლიდან გამოსვლას ცდილობდა, როცა წყლის მძვინვარე ნაკადმა წააქცია და გაჩერებული მანქანის ქვეშ გამოამწყვდია.

სცენარი ყველასთვის უკვე კარგად ნაცობია.. კაცი ალექსანდრე დიდის ქუჩაზე დაიხრჩო. 

გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მოვარდნილი წყალი ადიდებულ მდინარეს გავს, რომელიც სრულიად ფარავს გაჩერებულ ავტომანქანებს.

შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო მანქანა გამოცხადდა. 4 მეხანძრე გახდა საჭირო კაცის ამოსაყვანად, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.

https://www.facebook.com/reel/2004022090494317

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *