Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 

2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 

დღეს საღამოს კალამატაში 2 არასრულწლოვანი ელექტრო სკუტერით გადაადგილებისას ფეხითმოსიარულე ქალს შეეჯახა. 

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი სკვერთან მდებარე ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, როცა არისტომენუს ქუჩის ტროტუარზე სკუტერით მიმავალი არასრულწლოვნები შეეჯახნენ, რომლებიც ქვეითთა გადასასვლელის გავლით ველობილიკზე გადასვლას ცდილობდნენ.

შეჯახების შედეგად ქალი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვნებმა სკუტერის დამალვა სცადეს, თუმცა ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა და პოლიციამ შეძლეს როგორც დაშავებული ქალისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ასევე სკუტერის პოვნაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *